„ამ დღეებში სოციალურ ქსელში, მორიგი სადეზინფორმაციო მარათონი წამოიწყეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას მიმართ!“- ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.
„პასკვილების დამწერები,დამკომენტარებლების უმეტესობა და ამ სამარცხვინო ტექსტების გამზიარებლები არიან ადამიანები ვის დაბინძურებულ ბიოგრაფიებს კარგად იცნობს საზოგადოება! შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმის კაცები უფრო სწორედ არაკაცები! შევარდნაძის ხუნტის კახპა ქალები,მხედრიონელები! მათ რა მორალური და ზნეობრივი უფლება აქვთ საერთოდ ვინმეზე რაიმე დაწერონ ან გამოხატონ პოზიცია??? მიზანი? თავად მოხვდნენ დეპუტატების სავარძლებში და კვლავ შეკრან დანაშულებრივი კლანი სახელისუფლო შტოებში!
ისე ცნობისათვის ალექსანდრეს მამა ირაკლი მოწერელია,სწორედ ახალაიების მხრიდან იყო დევნილი,მას შეკერილი საქმით მიუსაჯეს პატიმრობა,დევნილი საკუთარი სამშობლოდან მძიმე სენით დაავადდა და გარდაიცვალა კიდეც! დღეს კი აღარც გარდაცვლილების რიდი აქვთ და არც რაიმე ზნეობა, რათა შეურაწყოფა არ მიაყენონ ოჯახს! მიზანი ამართლებს საშუალებას! ამ სლოგანით სწორედ ამ ადამიანებმა გაანადგურეს საქართველო და არც ახლა იხევენ უკან,პირადი კარიერის და ამბიციებისთვის!
ყოველივე ეს ანტისასახელმწიფოებრივი კამპანია მიმართულია საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ,ანტიეროვნული ძალების მხრიდან! მისი გუნდის დისკრედიტაციისთვის! ერთგული ადამიანების საზიანოდ და საბოლოო ჯამში ხელისუფლების წინააღმდეგ!!!“