logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ჩაესვენა თქვენი მზე და შეეგუეთ!
- +

22 ივნისი. 2016. 20:59



გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:



„გურამ შარაძე ვერ ვარ, მაგრამ ხომ დამეფერთხა რაცხა მისგან?! რა ბედნიერებაა, რომ არასდროს თავის გამოჩენისთვის, მითუმეტეს, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის არ მიბრძოლია, .. პოპულარული განცხადებები არ მიკეთებია. პირიქით, ვგიჟდები პოზიციაზე - „ერთი ყველას წინააღმდეგ"!

 

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გუშინდელი პოსტი უნდა დამეწერა. აღმდგარია სრულიად სამეგრელოს მიშისტობა. აქამდე რომ ვერ მომწვდნენ, მიეცათ ახლა საბაბი და რასაც უნდა, უბერავენ. როლანდის თხის ერთ-ერთი ნაშიერი იმასაც წერს - დაიძარი, სამეგრელო, შეურაცხყოფა მოგაყენეს და დაიცავი ღირსებაო.

 

გამოექანეთ!

 

მეგრელი იყო დათა თუთაშხიაც და მეგრელი იყო სპირიდონა სულანჯიაც. თქვენ ხომ არ აფრენთ, მართლა?

 

დღეს მე ვარ კახა მიქაიას სამეგრელოს გვერდით და დანარჩენებს თავში ქვა გიხლიათ! ისე არ აგიდგეთ გვერდები (დღემდე ვერ გავიგე, რას ნიშნავს), სანამ მკვლელი სააკაშვილი და მანიაკი ახალაიები არ მობრუნდებიან. ჩაესვენა თქვენი მზე და შეეგუეთ!"- წერს შარაძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner