ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„რახან არ გაჩერდით, მარტივ პარალელს და მაგალითებს დავწერ!!!
თითქმის ყველა ოჯახში არის შვილი, რომელიც მიდის ბაღში, შემდეგ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში.
თითქმის ყველა ოჯახში გვყავს ნათესავი, ბებია, ბაბუა, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაციები.
თითქმის ყველა ოჯახში ვიცით ვის აქვს ცე – ჰეპატიტი.
თითქმის ყველა ოჯახში ვიცით, ვისი შვილი არის მეტ – ნაკლებად ცელქი.
ეს ყველაფერი თითქმის ყველა ოჯახში ვიცით და რა ხდება შემდეგ? —–
ბაღში ბავშვს ვუშვებთ, რომელშიც ფულს არ ვიხდით, მას სახელმწიფო აფინანსებს.
სკოლაში ბავშვს ვუშვებთ, წიგნებში ჩვენ ფულს არ ვიხდით, მას სახელმწიფო აფინანსებს.
ბებია, ბაბუები მიგვყავს საავადმყოფოში და მათ ყველაფერს უკეთებენ ისე, რომ ჩვენ ფულს არ ვიხდით – სახელმწიფო აფინანსებს.
მეგობარი მიდის ინფექციურში და ის ინკურნება ცე- ჰეპატიტისგან, ჩვენ ფულს არ ვიხდით – სახელმწიფო აფინანსებს.
ჩვენი შვილები გადიან ქუჩაში, მათ არავინ უდებს წამალს, მათ არავინ უდებს იარაღს, მათ აქვთ თავის-უფლება.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი წასაკითხია, მაგრამ უ-რთულესია შესასრულებლად.
ეს ყველაფერი ჩვენმა შვილებმა არ უნდა მიიღონ სასწაულად, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ავუსხნათ მათ, რომ ეს ,,სასწაული” ჩვენი ბრძოლის შედეგია, სწორედ იმათ წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელთა დანაშაულებები მათ არ შეხებიათ და რაც მთავარია, ჩვენი ვალია – ის რაც მათ არ უნახავთ, აღარასოდეს ნახონ.
ყველაფერი მარტივი არის ძალიან რთული, თუ ამ ყველაფერს არ შევხედავთ მარტივი თვალით და არ გავირთულებთ სი-მარტივეს !!!
და-ფიქრდით“ – წერს ირაკლი ლატარია.