მამა ანთიმოზი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს მიმართავს:
„მეორე ღია წერილი ნეკას
დღეს სასამართლოს ველოდი და მითხრეს გადაიდოო. ვაპირებდი სასამართლოზე მოსვლას. სასამართლო დაბადების დღე არ არის, სადაც სტუმრებს პატიჟებენ. მოკლედ გამიხარდა. მგონი იცი, ნიკა როგორ მიყვარს სულიერში, მის თამაშებს როდესაც ვუყურებდი ლაივში ისე ''ვბალეშიკობდი'', რომ ორი-სამჯერ გული შემიწუხდა. ბოლოს ავიკრძალე ლაივში ყურება, ინფრაქტმა არ დამარტყას-მეთქი.
არ მინდა ძაან სერიოზული, თბილისი პატარაა, მეგონა მაკა ასათიანი მანქანას მაჩუქებდა და გადამაგდო. იქნებ შენ მაჩუქო მანქანა! ბავშობიდან მომწონდა ფოლცვაგენ-ხოჭო (ბითლ), ათი წლის იყოს, მნიშვნელობა არა აქვს. ეს ჩუქება მსოფლიო მაშტაბით შენგან დიდი რეკლამა იქნება.
სიყვარულით არქ.ანთიმოზ ივერიელი“- მიმართავს მამა ნათიმოზი ნეკლა დოროყაშვილს.