logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ამდენი უვიცი კი ერთი ტელესივრცისათვის მეტის მეტი და ბრეტის ბრეტია
- +

17 ივლისი. 2020. 01:55

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ჟურნალისტებს მოუწოდებს შაქარაშვილის საქმეში ზედმეტი დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

 

უვიცობის დოღი

მიკროფონიანი ,,ჟურნალისტებისათვის" რამის შეგონების მცდელობა იმასა ჰგავს, მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობდნენ და ის კი იძახდა, ფარამ სერი გადაიარაო.

 

თუმცა, მაინც უნდა ვთქვა:

არ შეიძლება, სისხლის სამართლის საქმეში ყველა მოწმეს ეძახოთ ,,ოქროს მოწმე", იმიტომ რომ ,,ოქროს მოწმე" ჰქვია მოწმეს, რომელიც არის თვითმხილველი, რომელმაც იცის, რა მოხდა, როგორ მოხდა და ამ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას.

 

სამწუხაროდ, შაქარაშვილის საქმეში ჯერ-ჯერობით არ ჩანს მოწმე, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა რა მოხდა, როგორ მოხდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას.

ერთი სიტყვით, შაქარაშვილის საქმეს ,,ოქროს მოწმე" არ ჰყავს.

 

ასე რომ, ხან ერთი და ხან მეორე მოწმისათვის ,,ოქროს მოწმის" სტატუსის მიკერება, უბრალოდ, აბსურდია და მიმკერებელთა უვიცობაზე მეტყველებს.

ამდენი უვიცი კი ერთი ტელესივრცისათვის მეტის მეტი და ბრეტის ბრეტია.

 

მადლობა ყურადღებისათვის.“- წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner