logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორი: ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა მინდა გადავუხადო
- +

17 ივლისი. 2020. 02:42

 

 

ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, მას 30 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა და დღესაც საკმაოდ დიდი იყო აქტივობა, - ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, გურია არის რეგიონი, სადაც დამსვენებელს ბევრი საინტერესო ლოკაციის აღმოჩენა და დათვალიერება შეუძლია და მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ იმოგზაურონ გურიაში.

 

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ურეკიდან ბათუმისკენ მივემგზავრებოდით, ორივე მხარეს ვხედავდით დაჭაობებულ ტერიტორიას, ხოლო დღეს გვაქვს მდიდარი ინფრასტრუქტურა. მხედველობაში მაქვს ის, რომ გვაქვს მინიატურების, მუსიკოსების და ციცინათელების პარკები. ასევე ბლექსიარენა, რომელიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს მასპინძლობს. გვაქვს სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დაგვემატა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, სადაც ათასობით ხე-მცენარე იქნა დარგული. ამ პარკში ნებისმიერი ვიზიტორისთვის კარი ღიაა, შესვლა უფასოა ხალხს შეუძლია დაათვალიეროს და დატკბეს იმ სილამაზით რასაც ეს ტერიტორია მოიცავს.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პარკის მშენებლობაში დიდი რესურსია ჩადებული, როგორც ფინანსურია, ასევე ადამიანური შრომა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში ასეთი უნიკალური პარკი შექმნეს და მოსახლეობას გადასცეს“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner