logo_geo
eng_logo
ვახტანგ კალოიანი: ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის კვლევის პირველი ეტაპი წარმატებულია
- +

17 ივლისი. 2020. 02:52

 

 

 

ვაქცინასთან მიმართებაში გარკვეული სიახლეები არის. ამერიკულმა კომპანიამ ის უკვე ადამიანებზე გამოსცადა, კვლევამ 2 ფაზა წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ერთი მხრივ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დადგინდა ის, რომ ამ ვაქცინის შეყვანის შემდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ახალ ინფიცირებულ და ახლად განკურნებულ, დაავადება გადატანილ ადამიანში. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ეფექტურია და შემდგომი კვლევების გაგრძელებას აზრი აქვს, რომელიც უკვე დაგეგმილია 27 ივლისიდან და დასრულდება 27 ოქტომბრამდე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner