logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს
- +

17 ივლისი. 2020. 11:48

 

 

„ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ვიდეოფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს, ეს აუცილებელია ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა, ჩვენ ხშირად საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, რომ ის შერიგების პრინციპს ეფუძნება და ეროვნული ინტერესების გვერდზე გადადება ხდება. ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს საკითხი“, - განაცხადა ალიევმა.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანს ისეთი დიპლომატები სჭირდება, რომლებიც არიან პროფესიონალები, „აქვთ ეროვნული სულისკვეთება და შეუძლიათ ქვეყნის დაცვა“.

 

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ჯეიჰუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელსაც მანამდე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner