„წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის კოდექსის მიღება უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის ჩატარებულ არჩევნებს."- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
„არჩევნები როცა ტარდებოდა სიძულვილის ენით, ეს თემა, ვფიქრობ, უკვე ჩავლილია. საქართველო გადავიდა სხვა პოლიტიკური კულტურის რეჟიმში. ამიტომ თუ ქცევის კოდექსზე, ეთიკურ კოდექსზე პარტიები შეთანხმდებიან და იქნება საერთო კოდექსი ამასთან დაკავშირებით მხოლოდ უფრო მეტად კვალიფიციურს და მშვიდს გახდის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ევროპაში ისე ტარდება არჩევნები, ვერც გაიგებთ, წინასაარჩევნო კამპანია რომ არის. ვფიქრობ, საქართველოშიც სწორედ რომ ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ",- განაცხადა ძიძიგურმა.