კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების დასრულებული სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
კელაპტრიშვილის ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ასფალტის დაგებამდე 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.
„ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი 1068 გრძივ მეტრზე დაიგო, მოეწყო რ/კბეტონის ღარები, ეზოში და გზასთან მისასვლელები, საგზაო ნიშნები. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზის კეთილმოწყობით მოსახლეობა კმაყოფილია, განსაკუთრებით მადლობას გამოთქვამს მაცხოვრის ეკლესიის მრევლი“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.
პროექტი 680 014 ლარით დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებდა.