logo_geo
eng_logo
კასპში, კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
- +

17 ივლისი. 2020. 16:21

 

 

კასპში  კელაპტრიშვილის ქუჩაზე  ასფალტის საფარის დაგების დასრულებული სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

 

კელაპტრიშვილის ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და  იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ასფალტის დაგებამდე 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.

 

„ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი 1068 გრძივ მეტრზე დაიგო, მოეწყო რ/კბეტონის ღარები, ეზოში  და გზასთან მისასვლელები,  საგზაო ნიშნები.  გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზის კეთილმოწყობით მოსახლეობა კმაყოფილია, განსაკუთრებით მადლობას გამოთქვამს მაცხოვრის ეკლესიის მრევლი“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

 

პროექტი 680 014 ლარით დაფინანსებულია  რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner