15 ივლისს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1041 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 1,215 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებების 60% თელავის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო დანარჩენი - ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან დაფიქსირდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება.
2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15 422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.