logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: კვლევა არ გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ უპირატესობას
- +

17 ივლისი. 2020. 21:59

 

 

,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს კვლევა არ გამოხატავს კატასტროფულ უპირატესობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

„არსებობს ერთ დროს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებით. მათ აქვთ სამი ე.წ. მედიასაშუალება. კეზერაშვილის ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშილის ფულის წარმომავლობას. კეზერაშვილმა, რომელმაც, ნიკა მელიას თქმით, ქართველი ხალხის ძარცვით იშოვა ფული, დააფუძნა ტელევიზია და ნაძარცვი ფულით უხდის ჟურნალისტებს ხელფასს.  ამ ფულით უკვეთავს ის კვლევებს.

 

მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე 20 წელია Forbes-ის ლეგალური წევრია და უცხო ქვეყანაში ნაშოვნ მილიარდებს თავის ქვეყანას ახარჯავს. ამას რომ აკადრებ ხალხს, მერე იღებ იმ რეიტინგს, რომელიც ახლა გაქვს.

 

მეორე არის ტელეკომპანია „პირველი“, რომელმაც ნოდარ მელაძის მისვლის შემდეგ ფერი იცვალა. ხალხი იქიდან გარბის და ეს რეიტინგზეც აისახება. ფულის გათეთრებისთვის ბრალდებული ადამიანები, რომელთა შესახებაც ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის. არაა საიდუმლო, საიდან იშოვა ამ ადამიანმა ფული. მას ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები - ასევე ფულის გამთეთრებლები - ხაზარაძე და ჯაფარიძე. ეს ხალხი აფუძნებს ტელევიზიას და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ოფშორული ანგარიშებიდან „ქართუ ფონდში“ რიცხავს ფულს, ეძახიან ფულის გამთეთრებელს. თვითონ საკუთარი ბანკი, საკუთარი მეანაბრეები გაძარცვეს და ახლა სააკაშვილისგან ისესხეს ნოდარ მელაძე და ივანიშვილის ფულზე საუბრობენ

 

ახლა გადავიდეთ ამ სამთავიანი გველეშაპის ყველაზე მთავარ ნაწილზე. იგორ გიორგაძისა და ასლან აბაშიძის ფავორიტმა ზაზა ოქუაშვილმა ქართულ სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი მოპარა - ჯარისკაცებს, ექიმებს, პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებს. ამ ფულს მიუმატა „რუსთავი 2“-ის ძარცვით დაგროვილი 30 მილიონი ლარი. ეს ორი თანხა გაერთიანდა, ზემოდან დაედო ჟორიკა რურუას ფული და გაკეთდა ტელევიზია. სამივე ადამიანი სისხლის სამართლის სტაჟიანი დამნაშავეა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის კრიმინალიზაციაში ადანაშაულებენ, ხოლო ბერა ივანიშვილს - კრიმინალების მფარველობაში. ამ ზღვარგადასულ უტიფრობას რომ აკადრებ ხალხს, მათზე უკიდურესად ცუდი აზრის უნდა იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ხალხი უბრუნებს საკადრის პასუხს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს კვლევა არ გამოხატავს კატასტროფულ უპირატესობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა. დავით ჭაკუას გადმოცემასთან დაკავშირებით განხილვა 7 წელი გრძელდებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, როგორი სიზუსტით შემოწმდა ბრალდებების კანონიერება და წარდგენილი მტკიცებულებების ვარგისობა. ამ საქმის ორგანიზატორები კი „მთავარ არხზე“ პარალელურ რეჟიმში იმაზე საუბრობდნენ, როგორ „ყალბდება“ შაქარაშვილის საქმე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner