logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: „ფეიკ ნიუსის“ ავტორები დარწმუნებულები არიან, ხალხი სულელია და ყველაფერს „შეჭამს“
- +

17 ივლისი. 2020. 22:12

 

 

„ფეიკ ნიუსებთან“ დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზია პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური მანიპულირების ყოვლისშემძლეობაში მათი ცრურწმენა,” - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

„ჩემი აზრით, „ფეიკ ნიუსებთან“ დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზია პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური მანიპულირების ყოვლისშემძლეობაში მათი ცრურწმენა. რწმენა, რომ ყველაფერი მოსულა. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს? ერთი მხრივ, აბსოლუტურად თავხედური და ქედმაღლური დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, რომ „ამ ბრბოსთან ყველაფერი გავა“. ხალხზე ასეთი ცუდი აზრის რომ არ იყო, ასეთი რამის გაკეთებას ვერ გაბედავდი. ეს არის საკუთარი გამორჩეულობის, განსაკუთრებულობის და მანიპულირების ზეუნარების ფლობის რწმენა. მეორე მხრივ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ აუდიტორია არის შტერი, ხალხი არის სულელი და ყველაფერს „შეჭამს“. ამის ეფექტურმა მხილებამ მიიყვანა ისინი ისეთ კატასტროფამდე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება იყო უკანასკნელი კვლევის შედეგები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner