logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ოპოზიცია თუ ნანობს, მხოლოდ იმას რომ ბოლომდე სული არ ამოგვხადეს!
- +

17 ივლისი. 2020. 22:23

 

 

,,ჩვენი სურვილია განვითარება, კეთილდღეობა და მშვიდობა, ოპოზიციის სურვილია სანქციები და წნეხი“,- ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციას არაფერი უმაგრებთ ზურგს.

 

„ელექტორატის კუთხით  სრულად გაკოტრებულები არიან.  დარჩათ, იქნება გარედან შეიძინონ ლეგიტიმაცია, ან მოხდეს რაღაც უბედური შემთხვევა, რომელსაც ისე შეფუთავენ, წყარლი აამღვრიონ, ან უკიდურესად გაღარიბებული ხალხი აუმხედრონ ხელისუფლებას, ან დააბრალონ ის, რაც მას არ ჩაუდენია, ისევ იმ ანალოგიით, სიცრუე და ძალადობა. რასაც თვითონ ჩადიოდნენ იმას აბრალებენ სხვას. მთავარია ის, რომ ქედმაღლობის ელემენტი ვერ დაძლიეს. ის, რომ არაფერი მოინანიეს, არაფერზე უარი არ თქვეს. თუ ნანობენ მხოლოდ იმას რომ ბოლომდე სული არ ამოგვხადეს“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner