logo_geo
eng_logo
ჯანმო: მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

18 ივლისი. 2020. 10:10

 

 

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.

 

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner