ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:
„გადახედეთ „ნაც- ლიდერების" და „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტების პოსტებს, რევოლუციით იმუქრებიან უკვე ღიად, 2003 წელს გვიანონსებენ.
თქვენ ხალხი გგონიათ ბრიყვი თუ მახსოვრობის უნარი დავკარგეთ, ვერავითარ ვარდების რევოლუციას ვერ მოახდენდით, ედუარდ შევარდნაძეს თავისი საყარელი შვილობილისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ არ გადაელოცა პრეზიდენტობა! ზუსტად თქვენ მოდიხართ „მოქალაქეთა კავშირიდან" და სულ გინდათ რომ იყოთ! არ აპირებს არც ბიძინა ივანიშვილი და არც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი თქვენ უკან მოგაბრუნონ და ისე არ გააკეთოთ, რომ თავად გაითხაროთ სამარე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლი არავის ამოუღიაა სისხლის სამრთლის კოდექსიდან!
თქვენს დაძახებაზე რომ ხალხი დადის იმ ხალხს ყოველდღე ვხედავ აგერ კორპუსის წინ ბირჟაზე."- წერს ჯღარკავა.