logo_geo
eng_logo
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
- +

18 ივლისი. 2020. 12:13

 

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი თავდადებულის ქუჩის #35-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტს ბათუმის მერია ახორციელებს.

 

„ჩვენ ახლა თავდადებულის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც, როგორც ხედავთ, დასასრულს უახლოვდება ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ სახლს ხუთი ოჯახი, დაახლოებით ოცამდე ადამიანი დაუბრუნდება.

 

მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად მოხდა ძეგლის მახასიათებელი ყველა დეტალის აღდგენა.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი „ქართუ“ ბათუმში კიდევ 5 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც ფონდმა 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

 

მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს ასეთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტების დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

უკვე დასრულდა სახურავის მონტაჟი, შეიცვალა შენობის საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს. სრულდება შიდა მოსაპირკეთებელი და ფასადის შეცვლის სამუშაოები.

 

პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner