logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: არავის მივცემთ უფლებას მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი კაფე- ბარის ადგილად გადააქციოს!
- +

22 ივნისი. 2016. 22:30



ჟურნალისტი ირაკლი შონია მერაბ კოსტავას სახლ- მუზეუმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თბილისის საკრებულომ მუზეუმებთან დაკავშირებით ძალიან „მაცდური" კანონპროექტი დაამტკიცა:

 

ახლახან დავბრუნდი მერაბ კოსტავას სახლ - მუხეუმიდან, ამ სახლს ხომ საბჭოთა ეპოქიდან დაწყებული დაებედა უსიამოვბენებები.. .ამჯერად ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი, ძალიან მზაკვრული ფორმით. ქალაქის მერიაში შემუშავდა კანონპროექტი მუზეუმებთან დაკავშირებით, სადაც არსად იყო მითითებული რომ მუზეუმები დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას, რაზეც ყველა მუზეუმისთვის მისაღბი იყო, კანონპროექტს ხელი მოაწერა ქალაქის მერმაც, მაგრამ როგორც ჩანს თავად დავით ნარმანიას სტრუქტურაში არსებობს მეხუთე კოლონა და დათვურ სამსახურს უწევენ ქალაქის მერს, თავად მერიის იურიდიული კომიტეტი...

 

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე კანონპროექტში ჩნდება წინადადება, რომლის მიხედვით თბილისში არსებული ცხრა მუზეუმი ერთიანდება და ერთი დირექტორი ეყოლება... წარმოიდგინეთ ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმს და მერაბ კოსტავას მუზეუმსაც, ასე ყველა სფეროში "გათვითცნობიერებული" ერთი დირექტორი ენიშნება, რომელსაც შეუძლია ყველა თანამშრომელი დაითხოვოს და მერაბ კოსტავას სახლში ჩვენი შესვლაც კი პრობლემა გაგვიხდეს..რაც მთავარია ეს კანონპროექტი დაამტკიცა საკრებულომ, ისე რომ არცერთი მუზეუმის დირექტორი არ ჩააყენეს საქმის კურსში... ამის შემდგომ თავად დავით ნარმანიაც აღმოჩნდა გაუგებარ სიტუაციაში და აცხადებს რომ კანონპროექტს შეაჩერებს, კითხვაზე თუ როგორ შეაჩერებს თუ საკრებულომ უკვე დაამტკიცა, ქალაქის მერი აცხადებს რომ შეუძლია შეაჩეროს კანონით, რამაც მეც კი განმაცვიფრა...

 

მერაბ კოსტავას მუზეუმმა მიმართა ქალაქის საკრებულოს, რომლის დეპუტატი სოსო მანჯავიძე გვპირდება რომ დანიშნავს მოსმენას სხდომაზე სადაც მოუსმენს მუზეუმის დირექტორებს, დაგეგმილია შეხვედრა დავით ნარმანიასთანაც....

 

მოკლედ მე ერთს დავსძენ, არავის მივცემთ უფლებას ეროვნული გმირის სახლ- მუზეუმი გადააქციოს კაფე- ბარის და სელფობის პილიგრიმობის ადგილად!

 

ps : იგივე პრობლემები აქვს ილია ჭვჭავაძის სახლ-მუზეუმს, რომელსაც სახურავიც აღარ გააჩნია და იმის მაგივრად რომ მიხედონ და შეაკეთონ, ეროვნული სულის ამოცლასაც ლამობს თბილისის მერიის იურიდიული კომიტეტი!!! "- წერს შონია. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner