ორსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია 20 წლის მამაკაცი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან, სანაპიროზე თავდაპირველად სამი მოქალაქე ბანაობდა. მათ მაშველების დახმარება დასჭირდათ. მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს.
მაშველებმა ორი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს, ერთი კი დაიღუპა.
სამძებრო სამუშაოებში ქობულეთის და ბათუმის სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართულები.
ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.