logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: მომავალშიც საქართველოს პრემიერი უნდა იყოს გიორგი გახარია!
- +

18 ივლისი. 2020. 23:25

 

 

 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში იწერებოდა,რომ გიორგი გახარიამ რამდენჯერმე იხსნა ჩვენი ქვეყანა საომარი ესკალაციიზგან, სამოქალაქო სისხლისღვრისგან, დესტაბილიზაციისგან, (დავამატებდი გლობალურ საფრთხეს პანდემიასაც), მართველი პარტიას მაშველი რგოლოვით დაუდგა გვერდით და ბევრი თავსატეხი აარიდა, მაგრამ თავად მოლიპულ გზაზე დადისო... წერენ ჟურნალისტები და აღნიშნავენ პოლიტ ექსპერტები... საერთოდ გამორჩეული და ძლიერი პოლიტიკური ფიგურები ყოველთვის რთულად კვალავენ პოლიტიკურ გზას, ვინაიდან შიდა თუ გარე მტერი მრავლად გვყვავს! თავად ქართული პოლიტიკა უსამართლო და დამსუსხველია, ქარაფებიანი, სადაც ფათერაკი მუდამ ჩასაფრებულია, აღმართი მძიმე სიზიფის ლოდის ზიდვით და დაღმართი კიდევ უფრო რთული. ამ გზაზე მიიკვლევს საქართველოს პრემიერი, უდიდესი მოთმინებით და კარგად გათვლილი დიპლომატიით!

 

მცირე დრო რჩება არჩევნებამდეც, რომელიც იოლი არ იქნება და ცხადია ისევ გიორგი გახარიას ძალისხმევაზე და მის ავტორიტეტზეა ბევრი რამე დამოკიდებული... არჩევნების შემდგომ კი ახალმა პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი უნდა აირჩიოს და მე დღეიდანვე ვუთვლი საქართველოს მოსახლეობის სურვილს და მოთხოვნას, რომ მომავალშიც საქართველოს პრემიერი უნდა იყოს გიორგი გახარია!!! თავად საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება და დეპუტატთა მუშაობაც დღევანდელი პრემიერის ძალისხმევაზეა დამოკიდებული, ხელახლა აღარ ავღნიშნავ თუ რაოდენ საჭიროა და მნიშვნელოვანი ბ-გიორგის ამ პოსტზე ყოფნა!!!“- წერს ჟურნალისტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner