„ამ დღეებში პოლიტიკურმა მდგომარეობამ და კარს მომდგარმა არჩევნებმა, მოიტანა ცილისწამებების და დეზინფორმაციის ნიაღვარი სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას წინააღმდეგ... “- ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს.
„მოწერელიებს ალექსანდრემდე იცნობდნენ დიდი ხნით ადრე საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოსა და აფხაზეთში ალექსანდრეს ბაბუას, რომელსაც ნიკო ნიკოლაძეზე არა ნაკლები ღვაწლი მიუძღვის კოლხეთის დაბლობის განვითარებასა და აღმშენებლობაში, მას "კოლხეთის მინდიას" ეძახდნენ. ხოლო ალექსანდრეს მამა ირაკლი მოწერელია, რომელსაც ეხება ირმა კეკელიძის რეჟისორობით გადაღებული ეს ფილმი, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მეცენატი, რომლის ღვაწლი და დამსახურება მარტვილის რაიონში უდიდესია. (სხვათაშორის აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი სახელობის ქუჩაც მარტვილში). ფილმში დიდი მონდომებით არის ჩატეული ის შრომა და გარჯა, რასაც ირაკლი მოწერელია აკეთებდა მარტვილში... ფილმის პრეზენტაცია შარშან ოქტომბერში თბილისში გაიმართა, ეს არ იყო არც ფოთი და არც მარტვილი, მაგრამ კინო სახლის დარბაზი ვერ იტევდა მაყურებელს და ამითაც დავინახე ის დაფასება რაც შორეული ქალაქებიდან ჩამოსულებმა თუ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა გამოხატეს ირაკლი მოწერელიასადმი!!!
ფილმი უკვე youtube.com არის წარმოდგენილი და შეგიძლიათ უყუროთ, სათაურით: "ცხოვრების გზა"!!!
ჩემზე პირადად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!
მადლობა მოწერელიებს!!!“- წერს ჟურნალისტი.