ფილოლოგიის დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:
„დღევანდელ დღეს, ზუსტად 75 წლის წინ, ადოლფ ჰიტლერმა გადმოლახა იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები, რომელსაც იოსებ სტალინი მეთაურობდა; ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს ომი რითაც დამთავრდა. მაშ ასე!!!
ყურადღება, ყურადღება, ყურადღება !!!
ძვირფასო "ფეისმეგობრებო"!
ჩვენი ერთობლივი ბრძოლა "რომაელთა" წინააღმდეგ ახალ ფაზაში გადადის!!!
2016 წლის 1 ივლისიდან ვიწყებ ამ ბრძოლის მეორე, "საარტილერიო" ეტაპს, რომელიც იქნება სამართლიანი, დაუნდობელი და უკომპრომისო.
ამიტომ ყველას გთხოვთ, საჯაროდ და პირადად მაცნობოთ: ვინ მოდის ამ "ომში" ჩემთან ერთად "საბოლოო გამარჯვებამდე"?!
სამოქმედო სტრატეგიას გაგაცნობთ 1 ივლისს;
მანამდე კი დავითვლი, რამდენი ნამდვილი ქართველი იქნება მზად თავისი დედაენისა და მისი უნიკალური ანბანის ღირსების დასაცავად!!!
მასობრივი მობილიზაცია ამ წუთიდან დაიწყო!"