logo_geo
eng_logo
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
- +

19 ივლისი. 2020. 01:03

 

 

 

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, ცოტა ხნის წინ ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

 

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner