logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება
- +

19 ივლისი. 2020. 01:50

 

 

ოქრუაშვილის შემდგომი ბედის შესახებ ქართულ ოცნებას“ არავითარი ინტერესი ან გავლენა არ აქვს, რომ საქმე გააცოცხლოს ან მოკლას. ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ განცხადებაზე ხელისმომწერ პარტიებში, როდესაც იგი სულ ახლახან ამბობდა, რომ სააკაშვილი მას კონკრეტული ადამიანების მკვლელობებს უკვეთავდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს, როდესაც ეს საკითხი იხილება სამართლებრივ ჭრილში, უსაფუძვლოა და პოლიტიკური თამაშია, როცა „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ ოქრუაშვილის შემდგომი ბედის შესახებ. „ოქრუაშვილი არ იყო უდანაშაულოდ ცნობილი არც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტმა შეიწყალა. პრეზიდენტმა თქვა კიდევაც ამის თაობაზე ხაზგასმით. ასე რომ, გადაწყვეტს ყველაფერს სასამართლო და მტკიცებულების ერთობლიობა, რომელიც შეკითხვას არ უნდა ბადებდეს არც ჟურნალისტებისთვის და შესაბამისად, არც საზოგადოებისთვის. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი გავლენა ამ პროცესებზე ვერ ექნება.

 

ასეთი სპეკულაცია, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა იყოს, არ არის მოულოდნელი რასაკვირველია, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც გვეტყვის ან განაცხადებს, რომ კონკრეტული დანაშაულების მქონე ადამიანს პასუხი არ უნდა მოეთხოვოს. ასე რომ, სასამართლო გადაწყვეტს, რა არის მართალი და რასაკვირველია, ეს ის სასამართლო არ არის, როდესაც ორ წუთში წყვეტდნენ, ვინ დაეჭირათ, ვინ გამოეშვათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით, ვინ ეწამებინათ და ვისთვის სიცოცხლე წაერთმიათ. დამთავრდა ეგ დრო, საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი საზოგადოებაც იქნება სრულად ინფორმირებული და შეკითხვები არ დარჩება ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გია ვოლსკი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner