logo_geo
eng_logo
საშა გველესიანი იუბილარია
- +

19 ივლისი. 2020. 01:42

 

 

 

 

საშა გველესიანი იუბილარია“- პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

გილოცავ, საშიკუნა! ღმერთმა არ მოგაკლოს წყალობა და სიხარული, წარმატება და სიყვარული და გიმრავლოს წლები და ოჯახი. იუბილარო, ესეც შენი ახალი ლექსი:

მოპარულ ყვავილებს

ძველ ფოტოებთან

მიფიქრია,

სიჩუმით რამდენს

მავალებენ...

ეს ქალი ისევ

სიფითრეა

და ღაწვზე წვიმის

ნაკვალევი.

ქუჩა ყვითელი

ფრაგმენტებით,

ქარი, ფოთლები

და რიარია,

ეს ქალი — ცხადის

გამეტება

და რა თამამი

სიზმარია.

გიჟმა ვარდები

შეაკრიფა

თალარს და მორთო

აივანი...

მერე წავიდა

ფეხაკრეფით,

სადღაც, სულ ახლოს,

დაივანა.

რა ამღვრეული

ნახატია

დღე, მოყვითალო

აკვარელით...

ეს ქალი, წვიმა

და ხვატია,

გიჟის ოცნება

და საყვარელი.

ისევ თრობამდე

ცისმარეა,

ღვინობისთვეთა

ზედახორა,

ეს ქალი მაინც

სიზმარია,

ერთი მარტოობის

მეტაფორა...

ღაწვებზე წვიმის

ნაკვალევით...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner