„საშა გველესიანი იუბილარია“- პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გილოცავ, საშიკუნა! ღმერთმა არ მოგაკლოს წყალობა და სიხარული, წარმატება და სიყვარული და გიმრავლოს წლები და ოჯახი. იუბილარო, ესეც შენი ახალი ლექსი:
მოპარულ ყვავილებს
ძველ ფოტოებთან
მიფიქრია,
სიჩუმით რამდენს
მავალებენ...
ეს ქალი ისევ
სიფითრეა
და ღაწვზე წვიმის
ნაკვალევი.
ქუჩა ყვითელი
ფრაგმენტებით,
ქარი, ფოთლები
და რიარია,
ეს ქალი — ცხადის
გამეტება
და რა თამამი
სიზმარია.
გიჟმა ვარდები
შეაკრიფა
თალარს და მორთო
აივანი...
მერე წავიდა
ფეხაკრეფით,
სადღაც, სულ ახლოს,
დაივანა.
რა ამღვრეული
ნახატია
— დღე, მოყვითალო
აკვარელით...
ეს ქალი, წვიმა
და ხვატია,
გიჟის ოცნება
და საყვარელი.
ისევ თრობამდე
ცისმარეა,
ღვინობისთვეთა
ზედახორა,
ეს ქალი მაინც
სიზმარია,
ერთი მარტოობის
მეტაფორა...
ღაწვებზე წვიმის
ნაკვალევით...“