თეო ტლაშაძე სოციალურ ქსელში წერს:
„არავის რომ არ ანაღვლებს ამ წუთას, მე იმაზე მინდა დავწერო.
დილას მოვისმინე, რომ ინგლისში, სასომხეთის საელჩოსთან, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აზერბაიჯენელები და სომხები, არიან დაშავებულები.
ისიც მოგეხსენებათ, რომ ვერც აზერბაიჯანში შეყოფს თავს სომეხი და პირიქით, სასომხეთში აზერბაიჯენელი.
სულ სხვა ვითარებაა ქართველებსა და ოსებს შორის, როგორც ქართველებსა და აფხაზებს შორის(ჩვენ რომ ერთი ფუძის და გენეტიკის ხალხი ვართ, აღარ შეგახსენებთ)
არ მახსენდება ბოლო ათეულ წელზე მეტი, მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგაც, სადმე ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ ოსები და ქართველები, გაელახათ, გაეგდოთ.... შეურაცხყოფა მიეყენებინოთ ერთმანეთისთვის.
ჩვენ სხვა სიყვარული, ისტორია გვაკავშირებს ერთმანეთთან,
კავშირები ჩვენ ერებს შორის ისეთი ღრმა და ფესვგდგმულია, ამას ვერავითარი „შხამი„ ვერ დაწვავს ვინც არ უნდა ცდილობდეს რუსეთის მთავრობის პოლიტიკის ჩათვლით!
ჩვენი ერთად ცხოვრების მომავალი, კვლავ ჩვენს ხელშია, ჩვენი ქვეყნის, ისტორიის კვლავ სიყვარულით გაგრძელების მექანიზმები ჩვენს ხელშია...... ჩვენი ნათელმირონობის, მეგობრობის, ნათესაობის სიყვარულის ხილული ძაფები ჩვენს ხელშია!
ხოდა, გაგვიმარჯოს ქართველებს, ოსებს, აფხაზებს ერთად ჩვენი ბოროტის მყოფის საერთო დამარცხების სურვილით!!!!“