logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ქვეყნის მტრობაა თქვენი ქმედება ქალბატონო ჩიორა!
- +

22 ივნისი. 2016. 23:17



პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართავს:


„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამდენ სიცრუეს ერთად ამბობდე მის წინააღმდეგ?!

 

ამ წუთებში ევროსაბჭოში ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი განიხილება, ჩიორა თაქთაქიშვილი საუბრობს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა ნეგატიურ ასპექტში, დაავიწყდა, რომ 90 დღე იყო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 2012 წლამდე და საქართველო, საერთოდაც, ერთი დიდი საპატიმრო იყო წამებით და ყველა სხვა თანდართული უბედურებით.

დღეს მხოლოდ 15 დღემდეა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და ისიც, შედარებით იშვიათად არის გამოყენებული! კიდევ კარგი, რომ აქ ვართ, პასუხი გვაქვს ამ სიცრუეზე და კიდევ კარგი, რომ უბრალოდ, მათი პირადი მეგობრების გარდა ამ ზღაპრებს უკვე აღარავინ იჯერებს, თუმცა ქვეყნის მტრობაა თქვენი ქმედება, მტრობა და სხვა არაფერი, ქალბატონო ჩიორა!!!


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner