logo_geo
eng_logo
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით მოკლეს
- +

19 ივლისი. 2020. 13:20

 

 

ქუთაისში, 30 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ყელზე ჭრილობა, სავარაუდოდ, მაც ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე უცნობია.

 

როგორც "კურიერმა" გაარკვია, მოკლულმა ქალმა საცხოვრებელი ბინა დაახლოებით 2 თვის წინ იქირავა და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა.

 

ხმაურზე მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს, მაგრამ ქალი უკვე დაღუპული დახვდათ.

 

თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner