logo_geo
eng_logo
ელდარ შენგელაია: ნანა ჯანელიძესაც შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატურა, მაგრამ...
- +

1 მარტი. 2016. 15:41



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები წერილს უგზავნიან. მათი მოთხოვნა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნაა. წერილს 135 ხელმომწერი ჰყავს კინოხელოვნების სფეროდან. ამ თემაზე „რეპორტიორს" რეჟისორი ელდარ შენგელაია ესაუბრა. როგორც ის ამბობს, კანდიდატურა არ ჰყავთ, მათი მთავარი მოთხოვნა კონკურსის ჩატარება და ამ გზით ახალი დირექტორის დანიშვნაა.


„საერთოდ, კინოცენტრის დირექტორს კონკურსით ირჩევენ, ქალბატონი ნანაც კონკურსით იყო არჩეული. მაგალითად, პარლამენტი 4 წელში ერთხელ იცვლება, ასევეა კონოცენტრშიც, ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა აირჩეს ახალი დირექტორი. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენი მოთხოვნაც ისაა, რომ კონკურსი ჩატარდეს. წარდგენილი უნდა იყოს რამდენიმე კანდიდატურა, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნანა ჯანელიძესაც შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატურა, თუ თავიდან აირჩევენ, პრეტენზია აღარ გვექნება. ჩვენ ვითხოვთ წესების დაცვას. უნდა იყოს დებულება, რომლის წესებს ყველა დაემორჩილება. კანდიდატურა ჩვენ არ გვყავს, მაგრამ უნდა იყოს წარდგენილი რამდენიმე კანდიდატურა. კანდიდატურა შეიძლება კონოკავშირმა ან ვინმემ ინდივიდუალურად წარადგინოს, უამრავი გზაა, მთავარია, კონკურსი ჩატარდეს", - განაცხადა ელდარ შენგელაიამ.




იხილეთ:



კინოხელოვანები კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართავენ


http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=1154





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner