logo_geo
eng_logo
ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს
- +

19 ივლისი. 2020. 18:37

 

 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ისევ არეულობაა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ საბრძოლო ტექნიკა სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიყვანა მწყობრიდან.

 

ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ კი, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის დაპირისპირებას სომხეთის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროვოცირებულ ქმედებად აფასებს, რათა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მძიმე ვითარება გადაფარონ. შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო.

 

აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" დასავლეთს ენერგორესურსების ექსპორტში დახმარებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ მიმავალი მილსადენები კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner