logo_geo
eng_logo
კრემლმა კავკასიის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო
- +

19 ივლისი. 2020. 18:50

 

 

რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო სწავლება კავკასიის რეგიონში - ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში "ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება"  დაიწყო.

 

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, შემოწმებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესწევს რუსეთის არმიას უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და მოამზადოს ნიადაგი სექტემბერში ფართომასშტაბიანი სწავლების - "კავკასია-2020"-ის ჩასატარებლად.

 

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით მრავალ სახმელეთო და საზღვაო პოლიგონზე ჩატარდება 56 ტაქტიკური დონის სწავლება, რომელშიც, საერთო ჯამში, 150,000 სამხედრო მოსამსახურე, 26,000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner