logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: სააკაშვილმა აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვის ბრძანება მან გასცა
- +

19 ივლისი. 2020. 19:26

 

 

„ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე ბრიფინგებს ატარებდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ აფრასიძეების სახლის ეზოში სხვადასხვა დროს გატაცებული ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის ცხედრები აღმოაჩინეს, თუმცა, მათივე ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს სიცრუე იყო, - ამის შესახებ აფრასიძეების უფლებადამცველმა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ირმა ჭკადუას განცხადებით, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვის ბრძანება მან გასცა.

 

„2009 წელს სააკაშვილმა ტელეკამერების წინ რიხით აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის დაბომბვის ბრძანება სწორედ მან გასცა. ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე ბრიფინგებს ატარებდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ აფრასიძეების სახლის ეზოში სხვადასხვა დროს გატაცებული ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის ცხედრები აღმოაჩინეს, თუმცა, მათივე ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს სიცრუე იყო.

 

წარმოიდგინეთ, XVII-XVIII საუკუნეების საძვალე გათხარეს და 40-ამდე ადამიანის ნეშტი ამოასვენეს, ექსპერტიზის შემდეგ კი ნეშტის ნაწილები ტომარაში ჩაყარეს და არც კი დაუმარხავთ, სოფელ ეცერში ავტობუსის მოსაცდელთან დაყარეს.

 

ბარამიძე  წარმოუდგენელი ცინიზმით ამბობს - სააკაშვილისგან ადამიანების დახოცვის ბრძანება რომ გვქონოდა, ხომ დავხოცავდითო? .. ვინც დახოცეს, იმათ ადამიანებადაც არ თვლის!“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner