logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი, კრემლის დავალებით, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას გეგმავდა
- +

19 ივლისი. 2020. 19:51

 

 

„გვარამია სააკაშვილ-კეზერაშვილის ტელევიზიებს შორის არსებულმა ფარულმა წინააღმდეგობამ და მტრობამ აიძულა, სააკაშვილის ჩანაფიქრი გაეთქვა!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტან მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, სააკაშვილი კრემლის დავალებით, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას გეგმავდა.

 

„სააკაშვილი, როგორც სანკტ-პეტერბურგის ლიბერალური კლანის ლობისტი და რუსული „ალფა ბანკის“ შვილობილი კომპანიის სახე, საქართველოში კრემლის დავალებით, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმას გეგმავდა, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა მოჰყოლოდა.

 

ცნობისათვის, რუსული „ალფა ბანკი“, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია და მის უკან პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები პეტრე ავენი და მიხეილ ფრიდმანი დგანან, თანამედროვე რუსული სამხედრო ტექნოლოგიების დაფინანსებითა და პუტინის ფულის ოფშორულ კომპანიებში გადაქაჩვით არის დაკავებული. როგორც ჩანს, სააკაშვილი კრემლის ამ დავალებას ზედმიწევნით კარგად შეასრულებდა და საქართველოში სიტუაციას მართლაცდა აურევდა, მაგრამ ნიკა გვარამიამ საიდუმლო ვერ შეინახა, გვარამია სააკაშვილ-კეზერაშვილის ტელევიზიებს შორის არსებულმა ფარულმა წინააღმდეგობამ და მტრობამ აიძულა, სააკაშვილის ჩანაფიქრი გაეთქვა!“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner