„ვინ და რატომ მოკლა პროკურორი პაატა ტყეშელაშვილი?“- ამ სათაურით თამარ თორაძე „საერთო გაზეთის“ მასალას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ჟორიკა რურუაზე ათიოდე დღის წინ, `იმედის კვირამ~ საინტერესო სიუჟეტი მოამზადა. გადაცემიდან ცნობილი გახდა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსამართლე მამუკა ნოზაძემ წითელი ცირკულარით ძებნილს, 2000 წლის 26 ივნისს ამერიკიდან ჩამოყვანილ კრიმინალს შვიდ თვეში და ხუთ დღეში აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუსვლელობის და სათანადო ქცევის ხელწერილით შეუცვალა. ხოლო ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა პაატა ტყეშელაშვილმა 2001 წლის 19 თებერვალს რურუას მიმართ შეწყვიტა სს დევნა და გამოძიება.
აღნიშნულ პერიოდში ყოფილ მხედრიონელებს დიდი მიხეილისთვის უკვე „ფიცი“ ჰქონდათ მიცემული, რომ ქუჩასაც მოუგვარებდნენ და მატერიალურ სიკეთესაც არ მოაკლებდნენ…
სიუჟეტის ნახვის შემდეგ დავინტერესდი რის საფუძველზე შეუცვალა აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ ან როგორ შეწყვიტა სს საქმე გამომძიებელმა. ჰოი, საოცრებავ სარწმუნო წყარომ მაცნობა, რომ არჩილ გოგელიას `უწვალია~ და დეპუტატების ხელმოწერები შეუგროვებია რურუას გათავისუფლების თხოვნა-შუამდგომლობით. (ხელმომწერების სიას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებ)… ასე, რომ დამოუკიდებლად, მოსამართლე ვერც გამომძიებელი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას წითელი ცირკულარით ძებნილი, პირსისხლიანი მკვლელი, „ბოროტების საძმოს“ ლიდერის და თან გელა ლანჩავას პერიოდის კომენდანტურის ოფიციალური თანამშრომლის, ჟორიკას გათავისუფლების შესახებ.
სწორედ ძმები რურუების დაკვეთით დააკავეს გენერალი დავით კეკუა და შემდეგ როგორც ამბობენ პირადად გაუსწორდნენ. დავით კეკუას მეუღლემ მკვლელობაში უშუალოდ ძმებ რურუებს დასდო ბრალი. რაც შეეხება გამომძიებელ პაატა ტყეშელაშვილს მოგვიანებით მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პროკურორის თანამდებობაზე დაწინაურდა.
ოთხმოცდაათიან წლებში, სწორედ მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში მოიყარა თავი რურუას მიერ ჩადენილი მკვლელობების თუ გამოძალვის საჩივრებმა, ჩვენებებმა და სხვა მტკიცებულებებმა. ამბობენ, მისი დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა. თუმცა ჟორიკას კრიმინალად აღქმისთვის ის მცირე ნაწილიც საკმარისია, რაც დარჩა. მოწმეების ნაწილი გარდაიცვალა, დიდი ნაწილი კი მზადაა გამოძიებას დაეხმაროს… პაატა ტყეშელაშვილი 2008 წელს გლდანი-ნაძალადევის პროკურორად გადაიყვანეს. 2010 წელს იგი კლინიკა `ციტო+~ -ში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისი მშობლები ყოფილი პროკურორი ელგუჯა ტყეშელაშვილი და დედა ჟურნალისტი თამარ მაისურაძე დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ შვილი პირდაპირი განზრახვით მოუკლეს. გამოძიება არაობიექტურად წარიმართა და ბევრ გარემოებასა თუ მნიშვნელოვან ეპიზოდს პროკურატურამ და სასამართლომ გვერდი შეგნებულად აუარა. ექიმებმა თავი იმართლეს, დეპრესიის მედიკამენტოზური ძილით მკურნალობისას, პაციენტს ინფარქტი განუვითარდა, რადგან მას ინფარქტი ადრეც ჰქონდა გადატანილი და მედიკამენტის ოდნავ გადამეტებულმა დოზამ მისი პროვიცირება მოახდინაო. სინამდვილეში, პროკურორს არც ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და, მშობლების მტკიცებით, არც დეპრესია აწუხებდა უბრალოდ, უძილობას, უგუნებობას უჩიოდა, გადაღლილი იყო და დასვენება სჭირდებოდა. გამოძიების პროცესში დახატეს სურათი, თითქოს პროკურორ ტყეშელაშვილს დეპრესიული აშლილობა ჰქონდა. და, მისივე დაჟინებული თხოვნით, `ციტო+~ -ში დაწოლა გადაწყვიტაო. საოცარია, რომ გამოძიება არც კი დაინტერესდა წინაპირობით — რატომ, როგორ, რა გარემოებების შემდეგ და ვისი რჩევით მივიდა პაატა ტყეშელაშვილი `ციტო+~ -ში. გამოძიებული არ არის.
ამ კითხვაზე პასუხის ძებნისას, ტყეშელაშვილის დედას ექიმი გიორგი ჭეიშვილი ახსენდება, სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამბულატორიული განყოფილების უფროსი, ამავე ბიუროს ექიმ-ექსპერტი, რომელიც, ტყეშელაშვილის სიკვდილის შემდეგ, ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიური განყოფილების გამგედ გადაიყვანეს. დედის თქმით, სწორედ გიორგი ჭეიშვილი `შეუჩნდა~ პაატა ტყეშელაშვილს და `ციტო+~ -შიც მან მიიყვანა. ჭეიშვილი ტყეშელაშვილთან რამდენჯერმე მივიდა სახლში. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ის ტყეშელაშვილის მეგობრებმა გამოაგდეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ ექიმი პაციენტს რაღაც გაურკვეველ აბებს სთავაზობდა, თანაც ალკოჰოლურ სასმელთან ერთად. ამ შეურაცხყოფას ხელი არ შეუშლია ჭეიშვილისთვის, ტყეშელაშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა.
ჭეიშვილსა და მის მეგობარს, `ციტო+~ -ის დირექტორს, ავთანდილ გულიაშვილს შორის შედგა მოლაპარაკება 2010 წლის 31 მაისს, რომ მასთან კლინიკაში კონსილიუმის შემდეგ გლდანი-ნაძალადევის პროკურორს მიიყვანდა. ამის შესახებ გულიაშვილი თავის ჩვენებაში წერს. სხვათა შორის, 30 მაისის, პროკურატურის დღეს, ქალაქის პროკურორმა გადასცა ტყეშელაშვილს მთავარი პროკურორის მადლობა და განზრახვა, პირადად შეხვედროდა მას. (ზურაბ ადეიშვილის ალიბი)მეორე დღეს, 31 მაისს, ისევ ჩნდება ჭეიშვილი, პაატას დისკრიმინაციისთვის ხოლო 2 ივნისს, მათ გვიან ღამით ესტუმრა. არწმუნებდა პაატას, რომ ვინმე გულიაშვილი, თავისი უნიკალური აპარატურითა და უახლესი მეთოდით კურნავს ნევროზს. ჭეიშვილმა იგი მეორე დღეს, თავის ბინაში დაიბარა კონსილიუმზე~. სამ ივნისს, მეგობრის, პროფესორ მარინა გეგელაშვილის დახმარებით, ჭეიშვილმა შეძლო დაერწმუნებინა პროკურორი, დაწოლილიყო კლინიკაში. უთხრეს, რომ კურსი 1500 ლარი დაუჯდებოდა, სამი დღე დაიძინებდა და გაიღვიძებდა განკურნებული. მძღოლმა გამოძიებისას ჩვენება მისცა: `სამსაათიანი კონსილიუმის შემდეგ ჭეიშვილმა უთხრა პაატას, ორგანიზმი გაქვს დაბლოკილი და დაგეწმინდებაო~. ტყეშელაშვილი `ციტო+~ -ში 2010 წლის 4 ივნისს დაწვა. კლინიკაში შესვლისას ჭეიშვილმა გულიაშვილს უთხრა, ეს არის პაატა ტყეშელაშვილი, რომელზეც ადრე გეუბნებოდიო. ავთანდილ გულიაშვილს სერტიფიკატი ანესტეზიოლოგიაში ჰქონდა მხოლოდ 2005 წელის აგვისტომდე, საქმის მასალებითა და გულიაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ ასეთ პროცედურებს ატარებდა პირველად. გამოვლინდა ფსიქიატრიული პროფილის უკანონო საექიმო საქმიანობა. რაიმე გამოკვლევის ჩატარება. ხანგრძლივი მედიკამენტოზური ძილის დროს, სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი არ განხორციელებულა, კლინიკაში არ იყო რეანიმაციის რაიმე ტექნიკური საშუალება. სამედიცინო აპარატურა კი ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახლდათ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც კი ვერ შეაერთებდნენ. გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტიზა მიუხედავად მოთხოვნისა, არ ჩატარდა კომისიურად, ის ერთპიროვნულად ჩაატარა ექსპერტმა გრიგოლაშვილმა, ჭეიშვილის მეგობარმა. გამოძიების `დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ ერთ ადამიანს, ავთანდილ გულიაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, გულიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 246-ე მუხლის მე 2 ნაწილით, 260-ე მუხლის I ნაწილით, 261-ე მუხლის I ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვარის განჩინებით კი, ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, გულიაშვილი გათავისუფლდა.
პროკურორის მშობლებს, ლოგიკური ეჭვი გაუჩნდათ რადგან აშკარაა, რომ ჭეიშვილი-გულიაშვილის გუნდს ზურგს ვიღაც უმაგრებდა, პროკურორის გარდაცვალების შემდეგ, გულიაშვილი, პროტესტის გასანეიტრალებლად `გაწირეს~ — საზოგადოებას აჩვენეს, რომ გაასამართლეს, სავარაუდოდ მკვლელობის~ ორგანიზატორი~ ციხეში კარგ პირობებს და მოკლე ხანში გათავისუფლებას შეპირდა…პროკურორის მშობლებმა ვერ მიიღეს კითხვებზე პასუხი. რატომ არ გამოიკვლია პროკურატურამ და სასამართლომ ტყეშელაშვილის კიევში ვიზიტი და `მენტალ ვიტაში~ ჩატარებული `მკურნალობის~ კურსი, სადაც ასევე ჭეიშვილი-კენჭაძის გვარები ფიგურირებს? არ იცოდა ჭეიშვილმა, რომ გულიაშვილს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია? რატომ არ აუხსნეს პაციენტსა და მის მშობლებს, კონკრეტულად, რა მეთოდით აპირებდნენ~ ციტო+~ -ში მის მკურნალობას? რა განზრახვით მიიყვანეს იგი `ციტო+~ -ში განსაკურნებლად, ფულის გამოსაძალად, თუ მოსაკლავად? რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა და სასამართლო, გაერკვია, როდის, რა ვითარებაში მიიღო ტყეშელაშვილმა სხეულზე დაზიანებები და ჩაუტყდა გულმკერდის ძვალი? რატომ არავინ დაინტერესდა 6 ივნისს გაკეთებული მედიკამენტების ჩამონათვალითა და დოზირებით? ან ის რატომ არავინ გაარკვია, კონკრეტულად, ვინ გაუკეთა მას 6 ივნისს სასიკვდილო დოზა? ვინ მოხსნა აპარატურა 7 ივნისს? რატომ დაიმალა ტყეშელაშვილის გარდაცვალების დრო? რატომ არ ჩატარდა გამოძიება ობიექტურად და რატომ არ იმსჯელა პროკურატურამ განზრახ მკველელობის ვერსიაზე?
- ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელზე პასუხებიც ტყეშელაშვილის ჭირისუფლებმა დღემდე ვერ მიიღეს. ასე შეიწირა ნაცრეჟიმმა პროკურორი რომელიც არაერთი სარწმუნო წყაროს ცნობით პატიოსნებით, პროფესიონალიზმით, საქმის ერთგულებით გამოირჩეოდა. შეიძლება ვივარაუოთ, რომ პროკურორი, რომელმაც ჟორიკა რურუას მიმართ სს საქმე შეწყვიტა, მაგრამ მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში მტკიცებულებების გაქრობა გააპროტესტა ნერვოზის დიაგნოზით `ჭ~ კლასის კლინიკაში მოხვდა და მოკლეს. დედამისი, იმედგაცრუებულია და ამბობს იმ ხელისუფლებამ შვილი მომიკლა და ამ ხელისუფლებამ მკვლელი გაათავისუფლაო. თუმცა, მისთვის დამკვეთია უფრო საინტერესო, ვიდრე შემსრულებელი. დამკვეთი კი ვინ იცის, იქნებ ციხეში ზის და ეშმაკს აღსარებას ეუბნება…
ქეთევან ზარნაძე