„ამათ უნდათ არჩევნების პერიოდში„ქართულ ოცნება“ გაუტოლონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ სისხლიანი რეჟიმი ვიყავით, ესენიც სისხლიანები არიანო“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა, რომ შაქარაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მისცენ.
“160 ბიჭი რომ ქუჩაში დახვრიტეთ და 600 კაცი ციხეში მოკალით, ცინდელიანი რომ გააქრეთ მაშინ სად იყავით, ბრმები იყავით თუ 9 წლის მერე აგეხილათ თვალები?
ამათ უნდათ არჩევნების პერიოდში„ქართულ ოცნება“ გაუტოლონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ სისხლიანი რეჟიმი ვიყავით, ესენიც სისხლიანები არიანო, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მაშინ გვარამიასნაირები ჩადიოდნენ მკვლელობებს, აყალბებდნენ საქმეებს გვარამიასნაირები და არც ერთი საქმე არ აქვთ გამოძიებული იმ პერიოდისა „ნაციონალური მოძრაობას“ და მის გუნდს. მათ დღეს უნდათ, რომ როგორმე შაქარაშვილის საქმე პოლიტიკურად აქციონ და დააბრალონ ეს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს”, – თქვა რობაქიძემ.
https://mpn.ge/archives/9093?fbclid=IwAR2VjCOaI4XPg7H7zz8SJQsfhPfLLKQLXDYhGHBRIWbreME0jVrVrlhwXnI