logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ლალი მაისურაძეს დამიზნებით ესროლეს ტყვიამფრქვევიდან... ადგილზე გარდაიცვალა...
- +

23 ივნისი. 2016. 00:51


ჟურნალისტი ირაკლი შონია ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნის ლალი მაისურაძის ტრაგიკულ ცხოვრებაზე გვიამბობს:



„ვინც კი აქტიური წარმომადგენელი იყო, ეროვნული ხელისუფლების ან მისი მომხრე, თითქმის არავინ გადარჩენილა და მოაქციეს იმ ხორცსაკეპ, რეპრესირების მანქანაში, რომელსაც შევარდნაძე და მასზე კიდევ უფრო მაღალი რანგის ჯალათები ხელმძღვანელობდნენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან...

 

ლალი მაისურაძე ჰელსინკის კავშირის წევრი გახლდათ, საიდანაც გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადი მდივანი... იმ წლებში ძალიან ძნელი იყო ყველაფრის გადატანა მამაკაცისთვისაც კი და მით უფრო ქალბატონისთვის... ლალი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო ვის კისერზეც გადავიდა, საშინელი სიმწვავე პუტჩის დღეებისა...

 

ვიდეო კადრებს რომ ვუყურე, თუ ტყვიების წვიმაში ლალი პრეზიდენტის კაბინეტში როგორ ალაგებს ნივთებს, სანამ მთავრობის სახლს დატოვებდნენ ძნელია ყველა ამ ემოციის გადატანა... ლალი ვაჟკაცურად იდგა ბოლომდე ნანგრევებად ქცეულ მთავრობის სასახლეში პრეზიდენტის გვერდით... ხომ მძიმეა მტერი როდესაც შენზე ძლიერია და არ გინდობს, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა როდესაც ეროვნულ ხელისუფლების რიგებშია მტრის მეხუთე კოლონა... სწორედ ამ შემოგზავნილი აგენტურის წყალობით ლალი მაისურაძე ვერ მოხვდა დევნილ პრეზიდენტთან გროზნოში, ის ფაქტიურად შიდა პატიმრობაში აიყვანეს სოხუმში... ჩემთვის ისიც გაუგებარია (და ადრე თუ გვიან ამ საკითხს მივუბრუნდები) თუ პრეზიდენტის პირადი მდივანი რატომ აღმოჩნდა წალენჯიხის მაღალმთიან რეგიონში... სქურის გზაზე, იმ ავტომანქანას რომლითაც ლალი გადაადგილდებოდა ვერტმფრენიდან პირდაპირ დამიზნებით ესროლეს ტყვიამფრქვევიდან...

 

ლალი მაისურაძეს  სასიკვდილო  ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი და ადგილზე გარდაიცვალა... ცხედარი სოფელ მედანში მალულად მიასვენეს საჯაიების ოჯახში, ვინც უპატრონა ცხედარს. (რის გამოც მოგვიანებით ეს ოჯახი დაარბიეს შევარდნაძის სადამსჯელო რაზმებმა)... თბილისში რეპრესიების გამო ვერ მოხერხდა ცხედრის ჩამოსვენება, ოჯახმა რაჭაში, მშობლიურ სოფელ წედისში დაკრძალა ლალი მაისურაძე....

 

დღემდე შენახული მაქვს გროზნოდან გამოგზავნილი ზვიად გამსახურდიას სამძიმარი, რომელიც მაშინდელ ეროვნულ პრესაში დაიბეჭდა...

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლალი მაისურაძის ტანჯული სული და განუსვენოს იქ სადაც ეროვნული მოძრაობის ღირსეული მამულიშვილები განისვენებენ!"- წერს შონია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner