logo_geo
eng_logo
ვახტანგ ანთია: სტუდენტების ხარჯზე ვეღარ უნდა ისარგებლონ პრივილეგირებულმა ჯგუფებმა!
- +

23 ივნისი. 2016. 01:19

 

 

თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა  ვახტანგ ანთიამ  თსუ-ს განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.


ანთიას განცხადებით საარჩევნო პროცესის ინფორმაციულ  ვაკუუმში მოქცევა ქმნის ნიადაგს, რომ გარკვეულმა ვიწრო პრივილეგირებულმა ჯგუფებმა  განაგრძონ დაუმსახურებელი სიკეთეების მიღება.



საარჩევნო პროცესის ინფორმაციულ  ვაკუუმში მოქცევა ზღუდავს კონკურენტულ გარემოს,  ქმნის ნოყიერ ნიადაგს, რომ გარკვეულმა ვიწრო პრივილეგირებულმა ჯგუფებმა  განაგრძონ დაუმსახურებელი სიკეთეების მიღება,  საუნივერსიტეტო  თემის უმრავლესობის -სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა  და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ დამსახურებულად მისაღები სარგებლის მინიმიზაციის ხარჯზე."- განაცხადა ანთიამ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner