ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 1 876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.