logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
- +

20 ივლისი. 2020. 12:12

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად,  უაქციზო საქონლის (ჯამში 1 876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner