„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორის ზვიად ტომარაძის ინიციატივით, 12 ფერეიდნელი 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.
ფერეიდნელებისათვის პირველი გაკვეთილი ქართულ ენაში უკვე გაიმართა.
„ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა "ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა". პროექტის მიხედვით თბილისში, 12 ფერეიდნელს 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით."- აცხადებს ტომარაძე.
ქართული ენის შემდეგ, 12 ფერეიდნელისთვის სიმღერის გაკვეთილი ნინოკო ჩხეიძემ ჩაატარა.
ესეც ფერეიდნელი ქართველების პირელი გაკვეთილი სიმღერაში: