logo_geo
eng_logo
„ფერეიდნელების „სულიკო“ და ქართულის გაკვეთილები...“- როგორ ეხმარება ზვიად ტომარაძე ფერეიდნელებს?..
- +

23 ივნისი. 2016. 01:29



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორის ზვიად ტომარაძის ინიციატივით,  12 ფერეიდნელი 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.


ფერეიდნელებისათვის პირველი გაკვეთილი ქართულ ენაში უკვე გაიმართა.


 

„ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა "ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა". პროექტის მიხედვით თბილისში, 12 ფერეიდნელს 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით."- აცხადებს ტომარაძე.



ქართული ენის შემდეგ, 12 ფერეიდნელისთვის სიმღერის გაკვეთილი ნინოკო ჩხეიძემ ჩაატარა.


ესეც ფერეიდნელი ქართველების პირელი გაკვეთილი სიმღერაში:



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner