logo_geo
eng_logo
ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს
- +

20 ივლისი. 2020. 13:37

 

 

 

„ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ამის შესახებ Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამ ეტაპზე სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

 

ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

 

ახმეტაში, ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

 

სპორტსმენი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner