ავტორი თეონა რამაზაშვილი
„ტენუარის ინსტიტუტზე და გარე რეფერირების მექანიზმზე გადასვლა შეუძლებელია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის და მეცნიერ- მკვლევარების კვლავწარმოებაზე ზრუნვის გარეშე."- ამის შესახებ თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ განაცხადა და თსუ - ს რეფორმირების მისი ხედვა წარმოადგინა.
„უნივერსიტეტის ბიუჯეტმა სრულად უნდა დააფინანსოს გამორჩეულად მაღალი აკადემიური მოტივაციისა და კვლევითი აქტივობის მქონე სტუდენტების სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე. იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის დაფინანსებით მომზადებული პერსონალი, პროცესის წარმატებით დასრულებისა და დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში დარჩება ადგილზე და მოემსახურება უმაღლესი სასწავლებლის ინტერესებს."- განაცხადა ანთიამ.