ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
„მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნაც გაიზარდა.
დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 8 ათასზე მეტი აღსაზრდელია. 2013 წლიდან, ჯამში 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განხორციელდა.
წლის ბოლოს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება, რომელიც 200-ზე მეტ აღსაზრდელზე იქნება გათვლილი“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს.