გურჯაანში, დაკარგული 20 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ახალგაზრდას გუშინ საღამოს შემდეგ ეძებდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკარგული სტუმრად ბიძასთან იმყოფებოდა, როცა მეგობართან ერთად მდინარეში ჩავიდა და დინებამ გაიტაცა.