logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო...
- +

23 ივნისი. 2016. 01:42



საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.


„მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

 

ნათელა ჟორდანიამ მშობლებთან ერთად სამი წლისამ დატოვა საქართველო, და მიუხედავად ამისა, არასოდეს განელებია სამშობლოს სიყვარული და არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა. ის მშობლების ღირსეული მემკვიდრე იყო.

 

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ნათელა ჟორდანიას ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ემიგრაციის შთამომავლებს."


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner