ავტორი ნინო ჯიბუტი
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სია გაუზავნა. „გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი" ნანა დევდარიანი აღნიშნულ თემას „რეპორტიორთან" ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რაზეც „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, მათი მმართველობის პერიოდში, ასეთი ასეულობით ფაქტი შეიძლება ჩამოითვალოს.
„ნაციონალური მოძრაობა" რომ უტიფარი პოლიტიკური დაჯგუფებაა, ამას კამათი არ უნდა. ჟვანიას საქმე მერაბიშვილმა რომ სისხამ დილით გამოიძია - გაიგუდაო, ეგ საქმე გახსნილად ითვლებოდაა? ვალერი გელაშვილის ცემა გახსნილად ითვლება? სხვათაშორის, გახმაურებული მხოლოდ ცნობილი სახეების მიმართ ჩადენილი დანაშაული ხდებოდა, თორემ რაიონების სტატისტიკას გადახედონ, უბრალოდ რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული პატრულს. აღარაფერს ვამბობ, წამებაში რამდენს ამოხადეს სული. ასეულობით პატიმარი არის გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი. ეს იმის გამო ხდება, რომ დღევანდელი კოალიციიდან ვიღაც-ვიღაცეებმა ქართული დემოკრატიის ამოცანად „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა დასახეს. ეს სია 2012 წლის არჩევნების მოგების მეორე დღეს უნდა დაედოთ და ყველა პასუხისმგებელი პირისთვის შესაბამისი პასუხი გაეცათ, ამდენს აღარ გაბედავდა „ნაციონალური მოძრაობა". კვირიკაშვილის რა გაუგზავნეს? კვირიკაშვილი მთავარი პროკურორია თუ დეტექტივი? „ნაციონალებმა" აღარ იციან, რას მოედონ... აღარც „რუსთავი 2"-ის პროპაგანდა ჭრის და გონებაზე აღარ არიან. „ქართული ოცნების" ბრალია, დღეს „ნაციონალები" ამდენს რომ ბედავენ" , - აცხადებს დევდარიანი.