გადაცემის „წიგნის თაროს" წამყვანი როსტომ ჩხეიძე პოეტ დავით მაღრაძის შესახებ საინტერესო ანალიზს აკეთებს.
„დათო მაღრაძე წიგნის სამყაროშიც აგრძელებს მოგზაურობას და ყოფით რეალობაშიც. დათო მაღრაძეზე არაერთი ლიტერატურული ნარკვევი და ესე დაწერილა ჩვენშიც და უცხოეთშიც, მაგრამ არავის მოუფიქრებია ასე დაესათაურებინა- „დათო მაღრაძე- პოეტი, მოგზაური..." იგულისხმება ალბათ ყველგან, მაგრამ სათაურად არავის გაუტანია, არადა მოუხდებოდა..." - როსტომ ჩხეიძის განცხადებით მაღრაძის შემოქმედება საქართველოს ფარგლებს სცდება და შემთხვევითი როდია, რომ მისი წიგნები, რომელიც უამრავ ენაზეა ნათარგმნი, უცხო ქვეყნებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„არაერთი შესანიშნავი კრებულის ავტორი და გარდა ამისა ადამიანი, როელიც დაუღალავად ეწევა ქართული ლიტერატურის, პოეზიის, ხელოვნების, ქართული სახელმწიფოებრიობის პროპაგანდას უცხოეთში...
შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში იტალიის ელჩმა მას უწოდა „ქართული კულტურის დესპანი!" ზუსტად ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ დესპანები. ნიჭიერი შემოქმედნი, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ კულტურაზე..."